Monday, May 17, 2010

ქართულ-რუსული ლექსიკონი

1. პროექტის სახელი; ქართულ-რუსული ლექსიკონი.

2. პროექტის მოკლე აღწერა; მოსწავლეები ამოიწერენ სასწავლო მასალიდან, კერძოდ სახელმძღვანელოებიდან საჭირო და უცნობ ტერმინოლოგიას და ადგენენ ლექსიკონს რვეულებში.

3. პროექტის სრული აღწერა; რუსული სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე ამოიწერენ უცნობ და საინტერესო სიტყვებს და მიუწერენ მას სრულ განმარტებას. განმარტონ რა არის ლექსიკონი ?როგორ უნდა ისარგებლონ და მოიძიონ უცხო სიტყვა. რა ცოდნა უნდა გამოიყენონ ლექსიკონით სარგებლობისათვის. მოიძიონ ვისი ავტორობით არის შედგენილი ლექსიკონები. შესაძლოა საკუთარი ლექსიკონები დაასურათონ კიდეც.

4. მოსწავლეთა ასაკი; 2-12 კლასები.

5. ვადა/ხანგრძლივობა; 9 თვე.

6. პროდუქტის შესაძლო აქტივობები კლასში; ორგანიზება, საგნის მიხედვით დაწერილი ლექსიკონების შეგროვება, დამუშავება.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას;მოსწავლეები შეისწავლიან უფრო მეტი სიტყვის განმარტებას ქართულ ენაზე,უმცროსი ასაკის მოსწავლეები დაასურათებენ, რათა ადვილად დაიმახსოვრონ სიტყვები.წლის ბოლოს გააკეთონ პრეზენტაცია , თუ ვისი ლექსიკონი უფრო მრავალფეროვანი და ლამაზი იქნება. ვის უფრო მეტი სიტყვა ექნება მოძიებული.

8. სასარგებლო სხვებისათვის;არაქართულენოვანი მოსწავლე,რომელიც დაინტერესებულია ქართული ენის შესწავლით გაეცნობა და ისარგებლებს ლექსიკონით. იგი შესაძლოა ხელსაყრელი იყოს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის , რადგან იქნება დასურათებული.

9. სამუშაო ენა; ქართული და რუსული.

10. საგნებთან კავშირი/სასწავლო გეგმასთან კავშირი;ქართული ენა, რუსული ენა,მათემატიკა ბუნება.

11. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ხათუნა მარტიაშვილი.